Posts

Image
"– მეგობრები გილოცავენ, გულით, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!" ჩვენი ამქვეყნად მოვლინება სასწაული გახლდათ. ეს იყო ერთ–ერთი პირველი სასწაული ჩვენი ცხოვრების დასაწყისიდან დასასრულამდე მომხდარი თვლადი რაოდენობის, გამოზომილ სასწაულთ შორის... ამას წინ უძღოდა ძალიან გამბედავი ნაბიჯი ჩვენი არცთუ ახალგაზრდა მშობლების მხრიდან, რომ შეექმნათ „ტრადიციული, ქართული ოჯახი“. და იქ მოხდა საოცრება: დედაჩვენს ოცდათვრამეტი წლის ასაკში დედობის შანსი მიეცა.   მის უზარმაზარ მუცელზე ყურმიდებული მისი ბიცოლა, ბრწყინვალე გინეკოლოგი, უაღრესად ინტელიგენტი, დიდებული ქალბატონი–მარიამ ლომთაძე გაოცებული იქნევდა თავს, როცა ამ უცნაური სამყაროდან დროდადრო გაორებულ სიგნალებს–ანუ ორ გულისცემას გრძნობდა. და რადგან 1967 წელს ექოსკოპიური აპარატურა აიზეკ აზიმოვის და რეი ბრედბერის ფანტასტიკურ რომანებშიც არ მოიხსენიებოდა, ძალიან ძნელი იყო ამ ვარაუდის ხმამაღლა გაცხადება, თუმცა ერთი–ორჯერ წამოსცდა თურმე, რამაც დედა ძალიან შეაშინა. გაგეცინებათ, რომ ვთქვა რატომ, მაგრამ ახლა იმდენი დროა გასული, ის ხალხი უკვე ალბათ „გზა
Image
–ეს საინტერესოა!!! ვთარგმნე სპეციალურად ჩემი ფრენდებისთვის! სერგეი გურიევი: რუსეთი უპრეცენდენტო ეკონომიურ პრობლემებს შეეჯახება! ინტერვიუ ცნობილ ეკონომისტთან- რუსეთის მოსალოდნელ სცენარებზე უკრაინაში –სერგეი მარატოვიჩ, პუტინს იმედი აქვს, რომ კრიზისს ნავთობზე კვლავ მაღალი ფასის დაბრუნებით გადალახავს. გადაწყვეტს გაძვირებული ნავთობი ქვეყნის პრობლემებს? გააჩნია, რას მივიჩნევთ „პრობლემად“. დღესდღეობით მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში საბიუჯეტო ფული ამოიწურა. ამიტომ თუ ნავთობი მოულოდნელად გაძვირდება, რა თქმა უნდა რუსეთი ვერ გახდება მსოფლიო ეკონომიკურ დერჟავა , მაგრამ რაღაც სოციალურ ვალდებულებებს გადაწყვეტს, თუნდაც იმას,რასაც დღევანდელ სიტუაციაში ვერ ახერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ გაიზრდება და სანქციები არ მოიხსნება, ხელისუფლებას მოუწევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება. ეს კი სერიოზული პოლიტიკური შედეგებით დასრულდება. –რუსეთს შესწევს იმის ძალა, რომ გავლენა მოახდინოს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე და ხელოვნურად ასწიოს ფასები ამ „სერიოზული პოლიტიკური შედეგების“ აღმოსაფ
Image
–ზუსტად 16 წლის წინ იგი ასეთი იყო... ასეთი იყო, როცა პირველად შევხედე მას მთლიანობაში... შევხედე მის მშობელ დედაზე ადრე... რა ვიგრძენი? როგორ გადმოვცე? როგორ აღვწერო ის განცდა, რაც ადამიანს თავისი პირველი პირმშოს დანახვისას ეუფლება? ხომ სულელი გამოვჩნდები თქვენს თვალში? მოკანკალე ვიდეოკამერის ფირზე აღბეჭდილი ჩემი ლუღლუღი რომ არა, ვერც გავიხსენებდი, რა ვთქვი და რა მოვიმოქმედე მაშინ... მხოლოდ ორი სიტყვა– ასგზის განმეორებული: "ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"..."ჩემი გოგო"... ეს იყო და ეს... ამ თექვსმეტი წლის განმავლობაში ის მთავარი საჯილდაო ქვაა ჩემს ბიოგრაფიაში. მთავარი სასწორი, მთა
Image
–ნობელის პრემიის ლაურეატი, გერმანელი მწერალი ქალი ჰერტა მიულერი პუტინს ჰიტლერს ადარებს... ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მწერალმა ქალმა ჰერტა მიულერმა , რომელიც რუმინეთში გაიზარდა, გერმანულ გაზეთ Die Welt– თან ინტერვიუში პუტინი ჰიტლერს შეადარა და თავისი შეფასება მისცა ისე როგორც უკრაინის კონფლიქტს, ასევე ბორის ნემცოვის მკვლელობასაც. „– ფაშისტული ლეგიონის – „კონდორის“ ჯარისკაცებსაც ესპანეთში აგზავნიდნენ მეამბოხეებად ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე უნიფორმაზე, როცა ისინი ესპანურ გერნიკას ბომბავდნენ ;“– მიულერის ინტერვიუს ციტირებას ახდენს საიტი InoPressa. „– მთლიანობაში, მინსკის მოლაპარაკებების მიუხედავად, არ მჯერა, რომ პუტინი ომს შეწყვეტს უკრაინაში– განაცხადა მწერალმა ქალმა – მას სჭირდება მარიუპოლი და სახმელეთო კორიდორი ყირიმთან მისასვლელად. შემდეგ კი პრედნესტროვიაშიც გადმოსხდებიან. უკრაინაში პუტინი არ შეჩერდება. ამ სახელმწიფოს ნელ–ნელა ჩამოშლა მისთვის გადაწყვეტილი საქმეა, ეს უკვე მზა გეგმაა, რომელიც მისი საწერი მაგიდის უჯრაში დევს. და არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკება
Image
-მზის დაბადების დღე- ...ო–ხო–ხო–ხო! ანათებდა, მარა რას ანათებდა ეს დალოცვილი! თვალის გასწორება მიჭირდა, მაგრამ მაინც შევყურებდი. სხვანაირად არც შემეძლო! ეს არაბუნებრივად კაშკაშა ნათელი ჯერ ერთ სხივად მოდიოდა, მერე რაღაც წერტილში ცისარტყელად იშლებოდა და მთელ არე–მარეს ნაირფერად ეფინებოდა. ბეტონის კედლებიანი და ცემენტის იატაკიანი რუხი, შეუხედავი , უსიცოცხლო და ცივი ოთახი ჯადოსნური ათინათებით გაივსო. ვიგრძენი, როგორ შვ ებისმომცემი ხვნეშით ამოიოხრა ადგილის დედამ და თავის გამთბარ ძვლებს ჭახა–ჭუხი აუყენა. შუქმა მთელ სხეულში დამიარა მეც და ყველა ფოსო, უჯრედი, ძარღვი და სახსარი გამითბა. ვიდექი ფეხმოუცვლელად. ვერ ვტოკდებოდი. ჩემს პირქუშ სენაკში უძლიერესი მზე ანათებდა. ჰოდა ვიდექი და ვფიქრობდი: ვისი მზე იყო დღეს ჩემი სტუმარი და რატომ უნდა გასულიყო ის ჩემი სახლიდან, როცა იგი ასეთი მშობლიური, ნანატრი, თბილი, საყვარელი, საოცნებო და ... უბრალოდ აშკარად ჩემი იყო... მაშინ მივხვდი, რომ გენიოსის ის "ევრიკა", რომ რაღაც "პონტის" გარეშე მზე არ სუფევს ცის კამარაზე, მეორენაირადაც შეი
Image
.....ძალიან, ძალიან საინტერესო სტატია!   ვთარგმნე სპეციალურად თქვენთვის, "ფრენდებო" და აუცილებლად წაიკითხეთ! დღეს მესამე ნაწილს გთავაზობთ. ბევრი რამ იქნებ გენიშნოთ ამ პუბლიკაციაში! გაგრძელება; დასაწყისი წინა პოსტებში.... ...ყოფილი საბჭოთა მზვერავი, დღეს კი ამერიკის ფინანსური ანალიტიკოსი იური შვეცი უყვება "ГОРДОН" –ს იმის შესახებ, რომ ოფიციალურად დეკლარირებული ბიოგრაფიის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი არასდროს არ მუშაობდა მზვერავად „საშუალოზე დაბალი მონაცემების“ გამო, იხსენებს პუტინის მეტსახელებს და ამბობს, რომ თუ ობამა ხელს მოაწერს ორად ორ დოკუმენტს, ეს საკმარისი იქნება რუსეთის ეკონომიკის დასაქცევად. –––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––– გაგრძელება: -ხომ არ გააჟღერებთ იმ გენერლების გვარებს , ვისი შეთქმულებამაც სსრკ დაანგრია? ეს ყველაფერი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის – იური ანდროპოვის და თავდაცვის მინისტრის – დიმიტრი უსტინოვის დანაშაულებრივი სინდოკატის შექმნით დაიწყო. მათი ინიციატივა კი ანდროპოვის ერთ–ერთმა თანამოაზრემ, ჩემმა უშუა
Image
Kote Malania 30 აპრილი, 2015  ·  რედაქტირებული   ·  ...ძალიან, ძალიან საინტერესო სტატია! ვთარგმნე სპეციალურად თქვენთვის, "ფრენდებო" და აუცილებლად წაიკითხეთ! დღეს პირველ ნაწილს გთავაზობთ. ბევრი რამ იქნებ გენიშნოთ ამ პუბლიკაციაში! –––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––– –––––––––  პუტინის თანაკურსელი, კგბ–ს ყოფილი მზვერავი – იური შვეცი: „თქვენ რა? სერიოზულად ფიქრობთ, რომ პუტინი, რომელიც სახეს იჭიმავს, ბირთვულ ომს გაჩაღებს? ხომ ჩამოეღვენთება შიშისგან ბოტოქსი !“ –––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––– ყოფილი საბჭოთა მზვერავი, დღეს კი ამერიკის ფინანსური ანალიტიკოსი იური შვეცი უყვება "ГОРДОН" –ს იმის შესახებ, რომ ოფიციალურად დეკლარირებული ბიოგრაფიის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი არასდროს არ მუშაობდა მზვერავად „საშუალოზე დაბალი მონაცემების“ გამო, იხსენებს პუტინის მეტსახელებს და ამბობს, რომ თუ ობამა ხელს მოაწერს ორად ორ დოკუმენტს, ეს საკმარისი იქნება რუსეთის ეკონომიკის დასაქცევად. –მართალია, რომ თქვენ პუტინთან ერთად